აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანის წინააღმდეგ დარტყმების კიდევ ერთი ტალღა დაასრულეს, - ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა.
„აშშ-ის ძალებმა ირანის სამხედრო სარდლობის ცენტრებს, საზღვაო შესაძლებლობებს, რაკეტებისა და დრონების გამშვებ პუნქტებსა და საჰაერო თავდაცვის სისტემებს დაარტყეს, რათა შეემცირებინათ ირანის შესაძლებლობა, გაეგრძელებინა თავდასხმა ჰორმუზის სრუტეში მოძრავ კომერციულ გემებზე“, - განაცხადა CENTCOM-მა.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მაისის დასაწყისიდან „აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალებმა დაახლოებით 900 კომერციული გემისა და 450 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის ტრანზიტის ხელშეწყობა შეძლეს“.