ენდი ბერნემმა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრად უეს სტრიტინგი დანიშნა

ენდი ბერნემმა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრად უეს სტრიტინგი დანიშნა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ენდი ბერნემის გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, უეს სტრიტინგი უხელმძღვანელებს.

უეს სტრიტინგმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მისი დანიშვნა „დიდი პატივია“.

„უზრუნველვყოფთ იმას, რომ ჩვენს შეიარაღებულ ძალებს საჭირო რესურსები ჰქონდეთ და საერთაშორისო მოკავშირეების, განსაკუთრებით უკრაინის გვერდით, ჩვენ მტკიცედ დავდგებით“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.

ცნობისთვის, მანამდე ენდი ბერნემმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრები დაასახელა. დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებას „ლეიბორისტული პარტიის“ ყოფილი ლიდერი, ედ მილიბენდი უხელმძღვანელებს, ხოლო ფინანსთა მინისტრის თანამდებობას თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯონ ჰილი დაიკავებს.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს