დონალდ ტრამპი - გაერთიანებული სამეფოს ახალ პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემთან ძალიან კარგი საუბარი მქონდა

გაერთიანებული სამეფოს ახალ პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემთან ძალიან კარგი საუბარი მქონდა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემთან პირველი სატელეფონო საუბრის დეტალები გაავრცელა.

„ჩვენ ბევრი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის დიდ ბრიტანეთთან ჩვენი შესანიშნავი ურთიერთობები. ჩვენ უახლოეს მომავალში შევხვდებით. პრემიერ-მინისტრს წინ დიდი სამუშაო ელის, თუმცა ის ამის შესრულებას შეძლებს და აშშ, რა თქმა უნდა, დასახმარებლად იქ იქნება. ჩვენ ჩრდილოეთის ზღვის ნავთობის, ვაჭრობის, სამხედრო ალიანსის, ჰორმუზის სრუტის განაღმვის საკითხები და ბევრი სხვა თემა განვიხილეთ. საუბარი საინტერესო იყო და ძალიან კარგად ჩაიარა“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

დონალდ ტრამპმა ენდი ბერნემს წარმატებები უსურვა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - დღეს ოპოზიციის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ისეთი საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლა, რომელშიც მონაწილეობას აზრი ექნება და კონკრეტული შედეგები მოჰყვება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა