„კოალიცია ცვლილებისთვის“ ევროკავშირის ლიდერებს მიმართავს, სირიასთან კომუნიკაციისას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმების საკითხი გაააქტიუროს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ევროკავშირის ლიდერებს მიმართავს, სირიის ხელისუფლებასთან კომუნიკაციისას კიდევ უფრო გააქტიურდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმების საკითხი.

ამის შესახებ „დროას" წევრმა გიგა ლემონჯავამ და პარტია „ახალის" წევრმა გიორგი იმედაშვილმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, ევროკავშირი მზადაა სირიის დასახმარებლად, თუ ქვეყანა დაიცავს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, მათ შორის დაადასტურებს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.

„დღეს „კოალიცია ცვლილებისთვის" სპეციალურ მიმართვას უგზავნის ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკომისიის პრეზიდენტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ევროკომისარს გაფართოების საკითხებში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებს, რათა სირიის ხელისუფლებასთან კომუნიკაციისას კიდევ უფრო გააქტიურდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმების საკითხი. მას შემდეგ, რაც 17 ივლისს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში და ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელეს სპეციალური მიმართვები სირიის პარლამენტისადმი, პოლიტიკური კონტექსტი კიდევ უფრო ცხადი გახდა: ევროკავშირი მზადაა სირიის დასახმარებლად, თუ ქვეყანა დაიცავს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, მათ შორის დაადასტურებს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ამ ფონზე, ივანიშვილის რეჟიმი სტრატეგიულ მოკავშირედ აცხადებს ჩინეთის კომუნისტურ პარტიას, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ექვემდებარება კრემლს, რომელსაც ჩვენი მიწები აქვს ოკუპირებული“, - ნათქვამია „კოალიცია ცვლილებისთვის" განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს