ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრის მიმდებარედ გეოლოგებმა მუშაობა დაასრულეს, დასკვნა კი კვირის ბოლოს მომზადდება

ლენტეხის მუნიციპალიტეტში გეოლოგებმა პირველადი შესწავლა დაასრულეს. სპეციალისტებმა სტიქიის ზონაში, ის ადგილი დაათვალიერეს, საიდანაც მიწის მასა ჩამოიშალა.

პირველადი შეფასებით, ადგილზე ახალი გააქტიურების კერები არ შეინიშნება, მდინარე დაუბრკოლებლივ გაედინება, ამ დროისთვის რაიმე შეგუბებას ადგილი არ აქვს.

გეოლოგების თქმით, ამ ეტაპზე მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა აუცილებლობას წარმოადგენს შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

დასკვნა კვირის ბოლოსთვის მომზადდება და გაიცემა შესაბამისი რეკომენდაციები, რომლის საფუძველზე უნდა მოხდეს სხვადასხვა ტიპის პრევენციული სამუშაოების გატარება. ხეობაში მონიტორინგი გაგრძელდება.

სოფელ საყდრის მიმდებარედ აქტიურად გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები. გახსნილია გზა ყველა სახის ტრანსპორტისთვის. ზარალის შესწავლა სპეციალური კომისიის მიერ მოხდება.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია