რუსეთმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალ მთავარსარდალზე ძებნა გამოაცხადა

უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალ მთავარსარდალზე, მიხაილ დრაპატიზე, რუსეთში ძებნა გამოცხადდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მიხაილ დრაპატი რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილთა სიაშია შეყვანილი.

მანამდე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მიხაილო დრაპატის დაუსწრებლად წაუყენა ბრალი. უწყების ინფორმაციით, 2017 და 2019 წლებში ის ვიქტორ ნიკოლიუკთან ერთად უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციას ხელმძღვანელობდა. საგამოძიებო კომიტეტის მტკიცებით, მათი ხელმძღვანელობით განხორციელდა დონეცკისა და ლუგანსკის დასახლებული პუნქტების 70-ზე მეტი დაბომბვა, რის შედეგადაც 154 ადამიანის დაიღუპა და დაშავდა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლიდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის გადადგომისა და მის ნაცვლად მიხაილო დრაპატის დანიშვნის შესახებ განაცხადა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა