მედია - საუდის არაბეთმა აშშ-თან მიაღწია შეთანხმებას, რომელმაც მათ შესაძლოა, ბირთვული საწვავის გამდიდრების უფლება მისცეს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს, დღეს გამოაცხადოს, რომ საუდის არაბეთთან ფართო ბირთვულ შეთანხმებას მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times ავრცელებს.

აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, ამ შეთანხმებამ შესაძლოა, საუდის არაბეთს საკუთარი ბირთვული რეაქტორებისთვის საწვავის გამდიდრების საშუალება მისცეს. The New York Times-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამშაბათს საღამოს დაამტკიცა შეთანხმება და ოფიციალურ ხელმოწერას დღეისთვის გეგმავს.

შეთანხმების მიზანია შეერთებული შტატებისა და საუდის არაბეთის მთავრობის კიდევ უფრო დაახლოება. ოფიციალური პირების თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია ვარაუდობს, რომ ეს შეთანხმება მილიარდობით დოლარს მოუტანს აშშ-ის ბირთვულ ინდუსტრიას.

შეთანხმება ასევე მოიცავს ორ საიდუმლო წერილს, რომელიც საუდელებთან გაფორმდა.

შეთანხმება საჭიროებს კონგრესის მიერ განხილვას, რომელსაც ,,ატომური ენერგიის შესახებ აქტის’’ თანახმად აქვს უფლებამოსილება მხარი არ დაუჭიროს რეზოლუციას, თუმცა ამისთვის კონგრესს მოუწევს ისეთი უმრავლესობის შეკრება, რომელიც გადალახავს ვეტოს, რათა დაბლოკოს შეთანხმების ინიციატივა.

შეთანხმების ტიპს, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაციამ საუდის არაბეთთან მიაღწია, ეწოდება ,,შეთანხმება 123’’, ამგვარი შეთანხმების ვალდებულებები მიზნად ისახავს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის უზრუნველყოფას. შეერთებულ შტატებს 26 მსგავსი შეთანხმება 51 მთავრობასთან და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან (IAEA) აქვს გაფორმებული.

The New York Times-ის ინფორმაციით, აშშ-ის ზოგიერთმა კანონმდებელმა და ისრაელის ოფიციალურმა პირებმა გამოხატეს წინააღმდეგობა ამ გეგმის მიმართ, რადგან შიშობენ, რომ სამეფომ შესაძლოა სამოქალაქო ბირთვული პროექტი ბირთვული იარაღის შესაქმნელად გამოიყენოს.

ცნობისათვის, შეთანხმება წლების განმავლობაში განიხილებოდა საუდის არაბეთსა და ბაიდენის ადმინისტრაციას შორის, რომელიც ასევე მოიაზრებდა საუდის არაბეთის მხრიდან ისრაელის დიპლომატიურ აღიარებას. აშშ-საუდის არაბეთის სამოქალაქო ბირთვული თანამშრომლობის მიმდინარე წინადადება საუდის არაბეთის მხრიდან ისრაელის აღიარებას არ მოიცავს.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა