ვიქტორ ორბანი - უნგრეთში ტირანიის ეპოქა დაიწყო

უნგრეთში ტირანიის ეპოქა დაიწყო, - ამის შესახებ უნგრეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

ვიქტორ ორბანმა განცხადება მას შემდეგ გავრცელა, რაც მისმა პარტია „ფიდესმა“ გამოაცხადა, რომ პროკურორებმა პარტიის ოფისებში, სადაც ინტერნეტ სერვერებია განთავსებული, ჩხრეკა ჩაატარეს.

პროკურატურის განცხადებით, ჩხრეკა ვიქტორ ორბანის მმართველობის დროს ეროვნული კულტურის ფონდში „თანხების მითვისებასა და სისხლის სამართლის სხვა დანაშაულებთან“ დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას შეეხება.

ორბანის თქმით, „უნგრეთი დემოკრატიულ სახელმწიფოს აღარ წარმოადგენს“ მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პეტერ მადიარის მთავრობამ საკონსტიტუციო შესწორება მიიღო, რომლითაც პრეზიდენტის ტომაშ შუიოკის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეაჩერა.

„მსგავსი მეთოდებით შექმნილი პოლიტიკური სისტემა არალეგიტიმურია. „ფიდესი“ ყველა მშვიდობიან საშუალებას მიმართავს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ“, - განაცხადა ორბანმა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში