მურთაზ ზოდელავა „ვივამედიდან“ რუსთავის საპატიმროში დააბრუნეს

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პოლიტიკოსი, ყოფილი გენერალური პროკურორი, მურთაზ ზოდელავა კლინიკიდან გაწერეს.

როგორც ზურაბ ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მურთაზ ზოდელავამ კლინიკა 20 ივლისს დატოვა.

„სტაბილური იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა“,- აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.

ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავა პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ თავბრუსხვევით გასულ კვირას გადაიყვანეს.

მურთაზ ზოდელავას 4 ოქტომბრის საქმეზე 7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა