პროკრედიტ ბიზნესი: ზუგდიდმა თხილის სექტორის ბიზნესშეხვედრას უმასპინძლა

პროკრედიტ ბანკმა, ევროპის რეკონსტურქციისა და განვითარების (EBRD) ბანკთან პარტნიორობით, ზუგდიდში თხილის სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ღონისძიების მიზანი იყო სექტორში არსებული გამოწვევების, განვითარების შესაძლებლობებისა და საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნების განხილვა.

ბიზნესშეხვედრას თხილის გადამუშავებისა და ექსპორტის მიმართულებით მოქმედი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები, ბიზნესის დაფინანსების შესაძლებლობები და ის ფაქტორები, რომლებიც სექტორის კონკურენტუნარიანობაზე ახდენს გავლენას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხარისხის გაუმჯობესებას, საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობასა და ბიზნესის განვითარების შესაძლებლობებს.

შეხვედრის ფარგლებში ეკატერინე ბურკაძემ ჩაატარა მასტერკლასი თხილის ხარისხის მართვასა და საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნებზე. ყურადღება გამახვილდა ხარისხის სტანდარტებზე, პროდუქციის მომზადებისა და იმ მოთხოვნებზე, რომელთა დაცვაც საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის გასაზრდელად მნიშვნელოვანია.

შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა, სადაც შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარეს და იმსჯელეს იმ საკითხებზე, რომლებიც სექტორის მდგრად განვითარებასა და საერთაშორისო ბაზრებზე წარმატებულ საქმიანობას უწყობს ხელს.

პროკრედიტ ბანკისთვის მნიშვნელოვანია რეგიონებში მოქმედ ბიზნესებთან მუდმივი დიალოგი და მათთვის არა მხოლოდ ფინანსური მომსახურების, არამედ ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება. სწორედ ამ მიზნით, ბანკი მომავალშიც გააგრძელებს სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან მსგავსი ფორმატის ბიზნესშეხვედრების ორგანიზებას.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა