ირლანდიის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა

ირლანდიის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა, - ინფორმაციას გამოცემა Irish Examiner-ი ავრცელებს.

ირლანდიის პრემიერ-მინისტრი მაიკლ მარტინი კიევში ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს გამართავს.

ასევე, მარტინი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს რუსლან სტეფანჩუკს შეხვდება და მასთან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების საკითხს განიხილავს.

მარტინმა კიევში ჩასვლამდე განაცხადა, რომ ვიზიტისას „უკრაინის მთავრობისა და უკრაინელი ხალხის მიმართ ევროკავშირისა და ირლანდიის სოლიდარობას დაადასტურებს“.

„უკრაინის მხარდაჭერა ევროკავშირის საბჭოს ირლანდიის თავმჯდომარეობის ცენტრალური პრიორიტეტია. ეს ვიზიტი იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ პრეზიდენტ ზელენსკისგან და პრემიერ-მინისტრ კორეცკისგან ადგილზე არსებული ვითარებისა და უკრაინის საჭიროებების შესახებ პირადად მოვისმინოთ“, - აღნიშნა ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა