ლანა გალდავა ვახო სანაიას დაკავებაზე - ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ „ქართული ოცნება“ არაფერს აკეთებს დეპოლარიზაციისთვის და პირიქით, უფრო აღრმავებს დაპირისპირებას - „ოცნება“ ყოველთვის იცლის, რომ განსხვავებული აზრი ჩაახშოს

„ქართული ოცნება“ არაფერს აკეთებს დეპოლარიზაციისთვის და პირიქით, უფრო მეტად აღრმავებს იმ დაპირისპირების ფონს, რაც არსებობს საზოგადოებაში,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა ლანა გალდავამ ჟურნალისტ ვახო სანაიას ადმინისტრაციული წესით დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

გალდავას შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ ყოველთვის აქვს დრო განსხვავებული აზრის ჩასახშობად.

„ქართული ოცნება“ ყოველთვის იცლის იმისთვის, რომ ჩაახშოს განსხვავებული აზრი, კრიტიკული პოზიციები და რაც მთავარია, ეს ყველაფერი არის გაგრძელება იმ რეპრესიული პოლიტიკის, რაც არსებობს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ.

კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ „ქართული ოცნება“ არაფერს აკეთებს დეპოლარიზაციისთვის და პირიქით, უფრო მეტად აღრმავებს იმ დაპირისპირების ფონს, რაც არსებობს საზოგადოებაში და რაც მთავარია, ეს ყველაფერი გამოხატულია რეპრესიული პოლიტიკის გაღრმავებაში“, - განაცხადა გალდავამ.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა