„ჯივიპი“ ქალაქ რუსთავში, აღმაშენებლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ქალაქ რუსთავში, დავით აღმაშენებლის გამზირზე წყალარინების სისტემის გაუმჯობესების მიზნით 3.5 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს და 1.5 კმ სიგრძის ამორტიზებულ ქსელს აახლებს. ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ ქალაქ რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ზურაბ ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური და საოპერაციო მიმართულების დირექტორი, გიგა ნადირაძე.

„პროექტის ძირითად მიზანს წყალარინების ამორტიზებული ქსელის ფუნდამენტური განახლება წარმოადგენს. აღმაშენებლის გამზირზე ინფრასტრუქტურის ხანდაზმულობა ხშირად იწვევდა სისტემურ შეფერხებებსა და ქსელის დაზიანებებს, რაც მოსახლეობას მნიშვნელოვან დისკომფორტს უქმნიდა. მიმდინარე რეაბილიტაციის ფარგლებში აღმაშენებლის გამზირზე სრულად განახლდება წყალარინების ქსელი და მოეწყობა 28 ერთეული ჭა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 3.5 მილიონ ლარზე მეტია. აღნიშნული ინვესტიცია უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურის ხანგრძლივ და შეუფერხებელ ფუნქციონირებას, რაც პირდაპირ აისახება მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე,“ - განაცხადა GWP-ის ტექნიკური და საოპერაციო მიმართულების დირექტორმა, გიგა ნადირაძემ.

კომპანიის ცნობითვე, სარეაბილიტაციო სამუშაოები „ჯივიპიმ“ მაისის თვეში დაიწყო და მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, აგვისტოში დაასრულებს, რის შემდეგაც რუსთავის მერია, აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაციის პროექტირებას დაიწყებს.

„პარალელურად, სასმელი წყლისა და წყალარინების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს მე-19 მიკრორაიონშიც, სადაც რუსთავის მერიამ ახალი სანიაღვრე ქსელი უკვე მოაწყო. კომპანია „ჯივიპის“ სამუშაოების დასრულების შემდეგ კი მუნიციპალიტეტი მე-19 მიკრორაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას დაიწყებს.

ორივე პროექტის განხორციელების შედეგად რუსთავის მე-12, მე-17, მე-18 და მე-19 მიკრორაიონების მოსახლეობას მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება
ნათია ლოლაძეს ესექსის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
SBC Summit Tbilisi-ს რეკორდული რაოდენობის, 44 ქვეყნის 2500-მდე დელეგატი დაესწრო