სოფიო სიგუა-შატბერავა - პეტერბურგიდან რომ ჩამოიყვან ცრუ მოწმეს, ეს სოსო სიგუას ამორალურ ქმედებაზე მიუთითებს, მისთვის მამა-შვილობაც კი არ არსებობს

პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის მეუღლის, სოფიო სიგუა-შატბერავას განცხადებით, იოსებ სიგუასთვის ელექტრონული სამაჯურის მოხსნა არის საფრთხე, რადგან ის „ამ მდგომარეობაში, ამ ცუდ სიტუაციაში არის სრულიად არაადეკვატური“.

მისივე თქმით, როდესაც არანაირი მიზეზი არ ჰქონდა, იოსებ სიგუა „მაშინაც იყო არაადეკვატური და ახლა სრულიად შეუქცევადი იქნება მისი საქციელი“.

„ელექტრონული სამაჯურის მოხსნა მოძალადის საფრთხეცაა, მან რომ დანაშაული ჩაიდინოს, ის აუცილებლად აგებს პასუხს და ის მხარეც ზარალდება, მარტო მე არ ვზარალდები. ეს იქნება რეალობა, რომ ზუსტად ვიცი, ეგ ადამიანი ამ მდგომარეობაში, ამ ცუდ სიტუაციაში არის სრულიად არაადეკვატური. როდესაც არანაირი მიზეზი არ ჰქონდა, მაშინ იყო არაადეკვატური და ახლა სრულიად შეუქცევადი იქნება მისი საქციელი“, - განაცხადა სოფიო სიგუა-შატბერავამ.

რაც შეეხება მოცემულ საქმეზე სოფიო სიგუა-შატბერავას მამის დაკითხვას, რომელმაც მის წინააღმდეგ მისცა ჩვენება, სოფიო სიგუა-შატბერავა აცხადებს, რომ ის „ცრუ მოწმეა“.

„30 წელია იქითაა, რაც მე ქორწინებაში ვარ, სულ ოთხჯერაა საქართველოში ნამყოფი. პეტერბურგიდან რომ ჩამოიყვან ცრუ მოწმეს, რომელიც ამბობს, რომ არაფერი არ უნახავს, რადგან 30 წელია იქითაა, რა საჭირო იყო ან მისი ჩამოყვანა ან ასეთი მოწმის სპორტული დაჟინებით მოთხოვნა, რომ ჩამოიყვანეთ. ეს სოსო სიგუას ამორალურ ქმედებაზე მიუთითებს, მამა-შვილობაც კი არ არსებობს მისთვის“, - განაცხადა სოფიო სუგუა-შატბერავამ.

შეგახსენებთ, იოსებ სიგუას მეუღლემ, სოფიო სიგუა-შატბერავამ „ნოდარ მელაძის შაბათში“ განაცხადა, რომ იოსებ სიგუა მას სიცოცხლის მოსპობით, მე-12 სართულიდან გადაგდებით, კასრში ჩასმითა და დამარხვით ემუქრებოდა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი