სალომე ზურაბიშვილი - ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტი ეროვნულ სირცხვილს ავლენს: ქართული აქტივები რუსეთის ომის მანქანის საკვებად გამოიყენება

ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტი ეროვნულ სირცხვილს ავლენს: ქართული აქტივები რუსეთის ომის მანქანის საკვებად გამოიყენება. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტი ეროვნულ სირცხვილს ავლენს: ქართული აქტივები რუსეთის ომის მანქანის საკვებად გამოიყენება. კრემლისთვის [სანქციების] თავის არიდების შესაძლებლობის მიცემით, ხელისუფლებაში მყოფნი ღალატობენ ჩვენს სუვერენიტეტს. საქართველოს ადგილი ევროპაშია, არასდროს ვიქნებით უკანა კარი რუსული აგრესიისთვის!”, - წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21 პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მოხვდა - ქართული ქარხნის წინააღმდეგ ევროკავშირს სატრანზაქციო აკრძალვა შემოაქვს, რომელიც 6 თვეში შევა ძალაში. ასევე, ევროკავშირმა სანქციები დაუწესა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ 14 პლატფორმას, მათ შორის საქართველოში.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა