იოსებ სიგუას ადვოკატი - თუ ვიდეოჩანაწერში ასახული კადრი სოფიო სიგუამ აღიქვა მუქარად, რატომ დაუყოვნებლივ არ მიმართა მოსამართლეს და არ მოითხოვა შესაბამის სამართლებრივი ქმედების განხორციელება?

თუ ვიდეოჩანაწერში ასახული კადრი სოფიო სიგუამ აღიქვა მუქარად, რატომ დაუყოვნებლივ არ მიმართ მოსამართლეს და რატომ არ მოითხოვა შესაბამისი სამართლებრივი ქმედების განხორციელება, - ამის შესახებ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, იოსებ სიგუას ადვოკატმა, თეონა გვაზავამ განაცხადა, რითაც ეხმიანება იოსებ სიგუას ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალას, რომელშიც სოფიო სიგუას თქმით, მას იოსებ სიგუა გარკვეული ჟესტიკულაციით ემუქრება.

თეონა გვაზავას განცხადებით, სოფიო სიგუამ კანონი დაარღვია, როცა სასამართლო დარბაზში ვიდეო გადაიღო.

„კადრი, რომელიც გავრცელდა საჯარო სივრცეში, გადაღებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოში, როდესაც განიხილებოდა ელექტრონული მონიტორინგის გამოყენების საკითხი. სასამართლო დარბაზში ზოგადად აკრძალულია ფოტო და ვიდეო გადაღება, პროცესის დაწყების წინაც შესაბამისი მითითებები სასამართლოს წარმომადგენლების მხრიდან მივიღეთ. ამის მიუხედავად სოფიო სიგუამ დაარღვია წესი, კანონი და სასამართლო დარბაზში გამოიყენა მობილური ტელეფონი, ის ცდილობს გარკვეული სახის პროვოკაციულ ქმედებებს და ცდილობს, რომ ჩვეულებრივი ადამიანური ჟესტიკულაცია გამოიყენოს დასტურად იმისა, რომ თითქოს იოსებ სიგუა მის მიმართ ახორციელებს მუქარებს.

მიჩნდება კითხვა, თუ ნამდვილად შეეშინდა, თუ ვიდეოჩანაწერში ასახული კადრი მან აღიქვა მუქარად, რატომ დაუყოვნებლივ არ მიმართ სასამართლოს, რატომ არ მიუთითა აღნიშნულზე მოსამართლეს და რატომ არ მოითხოვა შესაბამის სამართლებრივი ქმედების განხორციელება? ეს ნიშნავს იმას, რომ სოფიო სიგუას მიმართ რეალურად არ განხორციელებულა რაიმე სახის მუქარა წინააღმდეგ შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიაწვდიდა მოსამართლეს და არ გაასაჯაროებდა სოციალურ ქსელში“, - განაცხადა თეონა გვაზავამ.

შეგახსენებთ, იოსებ სიგუას მეუღლემ, სოფიო სიგუა-შატბერავამ „ნოდარ მელაძის შაბათში“ განაცხადა, რომ იოსებ სიგუა მას სიცოცხლის მოსპობით, მე-12 სართულიდან გადაგდებით, კასრში ჩასმითა და დამარხვით ემუქრებოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება
ნათია ლოლაძეს ესექსის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
SBC Summit Tbilisi-ს რეკორდული რაოდენობის, 44 ქვეყნის 2500-მდე დელეგატი დაესწრო