ირანის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ბაჰრეინსა და იორდანიაში აშშ-ის აქტივებს დაარტყეს

ირანის შეიარაღებული ძალების განცხადებით, დღეს დილით ბაჰრეინის შეიხ ისას საჰაერო ბაზასა და იორდანიის ალ-აზრაკის საჰაერო ბაზაზე აშშ-ის ობიექტებისკენ თავდასხმის დრონები გაუშვეს, - ინფორმაციას CNN-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სახელმწიფო მაუწყებლის IRIB-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, როგორ მოძრაობენ დრონები ბაჰრეინისა და იორდანიის მიმართულებით. თუმცა, გაურკვეველია, როდის ან სად არის გადაღებული ვიდეო.

დღეს დილით ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სირენები ჩაირთო და მოსახლეობას უსაფრთხოებისკენ მოუწოდეს.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ