რუსული მედიის ინფორმაციით, „როსსელხოზნადზორი“ სომხეთიდან რძის პროდუქტების იმპორტს შეზღუდავს

რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახური („როსსელხოზნადზორმა“) სომხეთიდან რძის პროდუქტების იმპორტზე შეზღუდვებს დააწესებს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ზომები 27 ივლისიდან ამოქმედდება. შეზღუდვები სომხურ საწარმოებს ეხება, რომლებსაც რუსეთში პროდუქციის შეტანის ნებართვა ჰქონდათ.

„როსსელხოზნადზორის“ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ უწყების სპეციალისტებმა 14-21 ივლისს შემოწმება ჩაატარეს სომხეთის რძის გადამამუშავებელ საწარმოებში, რომლებიც პროდუქციის რუსეთში მიწოდებას ახორციელებენ და მრავალი დარღვევა გამოავლინეს.

„როსსელხოზნადზორის“ მტკიცებით, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ პროდუქციის წარმოებისთვის გამოიყენებოდა დაავადებული პირუტყვისგან მიღებული რძე. ასევე დადასტურდა შემთხვევები, როდესაც რუსეთის ბაზრისთვის განკუთვნილი მაღალცხიმიანი რძის პროდუქტების წარმოებაში გამოიყენებოდა მესამე ქვეყნებიდან შემოტანილი ნედლეული და არა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (ЕАЭС) წევრი სახელმწიფოებიდან მიღებული ნედლეული.

„გამოვლენილი დარღვევების გათვალისწინებით, „როსსელხოზნადზორმა“ მიიღო ზომები, რათა არ დაუშვას რუსეთში განსაკუთრებით საშიში ინფექციების გავრცელება და ქვეყნის ბაზარზე უსაფრთხოების მოთხოვნებთან შეუსაბამო რძის პროდუქტების რეალიზაცია“, - აღნიშნულია უწყების პრესრელიზში.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ