ვოლოდიმირ ზელენსკი კიროვში მდებარე ქარხანასა და უკრაინის საზღვრიდან 1350 კილომეტრში მდებარე ნავთობ ობიექტზე დარტყმას ადასტურებს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთში, კიროვში მდებარე ქარხანას დაარტყეს, რომელიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს ამარაგებს.

მისივე თქმით, უკრაინელებმა ასევე დაარტყეს ნავთობის ობიექტს, რომელიც უკრაინიდან თითქმის 1 350 კილომეტრში მდებარეობს.

„დღეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა იერიში მიიტანეს რუსეთში, კიროვში მდებარე ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამხედრო საწარმოზე. ეს საწარმო ოკუპანტების საავიაციო და სარაკეტო ტექნიკისთვის კომპონენტებს აწარმოებს, რომლებიც, მათ შორის, ჩვენი ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ განხორციელებული მასირებული დარტყმების დროს გამოიყენება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინის სამხედრო ძალებმა ასევე დაარტყეს ნავთობის ობიექტი უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან თითქმის 1350 კილომეტრში.

ზელენსკის განცხადებით, გრძელდება ოპერაცია რუსეთის ლოგისტიკური ქსელის წინააღმდეგ, რომელიც რუსეთის არმიას დრონებისთვის საჭირო კომპონენტებით, სანავიგაციო აღჭურვილობითა და სხვა სამხედრო აღჭურვილობით ამარაგებს.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს, დაზვერვისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც ამ ოპერაციებში მონაწილეობენ.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ