იმედი L ავტოდაზღვევის საზაფხულო აქციას იწყებს

ავტოდაზღვევის მსურველებისთვის, იმედი L-ს სეზონური საჩუქრები აქვს. 30 სექტემბრის ჩათვლით, საზაფხულო აქციის ფარგლებში, მომხმარებლები, რომლებიც ავტოდაზღვევას შეიძენენ, მათ საჭიროებებსა და ავტომობილის ტიპზე მორგებული სპეციალურ საჩუქრები გადაეცემათ.

იმედი L-მა ავტოდაზღვევის მომხმარებლებისთვის ახალი სერვისი გახდა ხელმისაწვდომი - ავტოდაზღვევის შეძენისას მათ შეუძლიათ საჩუქრად მიიღონ ძრავის ზეთის შეცვლის სრული სერვისი. შეთავაზება მოიცავს ძრავის ზეთს, ზეთის ფილტრსა და მომსახურებას, რაც ავტომობილის რეგულარული მოვლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.

სწორედ ამ ახალი ბენეფიტით იწყებს იმედი L ავტოდაზღვევის საზაფხულო კამპანიას და მომხმარებელს, 30 სექტემბრის ჩათვლით, ავტოდაზღვევის შეძენისას, მათ საჭიროებებსა და ავტომობილის ტიპზე მორგებულ საჩუქრებსა და სპეციალურ შეთავაზებებს სთავაზობს.

ავტოსეტის შეძენის შემთხვევაში მომხმარებლები მიიღებენ 30-თეთრიან ფასდაკლებას საწვავზე, ასევე ექნებათ შესაძლებლობა აირჩიონ მათზე მორგებული, სასურველი დამატებითი საჩუქარი, მათ შორის ახალი შეთავაზება - ზეთის შეცვლის სერვისი, ასევე ტექდათვალიერების ვაუჩერი ან ამბოლის სასაჩუქრე ვაუჩერი.

იმედი L-მა სპეციალური შეთავაზებები ელექტრომობილების მფლობელებისთვისაც მოამზადა. ავტოდაზღვევის შეძენისას მათ საჩუქრად გადაეცემათ 25%-იანი ფასდაკლება EV Power-ის დამტენ აპარატზე და ტექინსპექტირების ვაუჩერი ან ელექტრომობილის დამტენის ადაპტერი. შეთავაზება გათვლილია ელექტრომობილების მფლობელების საჭიროებებზე და მიზნად ისახავს მათთვის დამატებითი კომფორტისა შექმნას.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც იმედი L ავტოდაზღვევის მომხმარებლებს ავტომობილის ტიპზე მორგებულ, განსხვავებულ სასაჩუქრე პაკეტებს სთავაზობს. კამპანია აერთიანებს ბენეფიტებს, რომლებიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, დაზღვევასთან ერთად პრაქტიკული და ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსადეგი სერვისებიც მიიღონ.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ საზაფხულო აქცია იმ მომხმარებლებზეა გათვლილი, რომლებიც ავტოდაზღვევის შეძენისას დამატებითი ღირებულებისა და პრაქტიკული სარგებლის მიღებასაც ელიან. სწორედ ამიტომ, სასაჩუქრე პაკეტები დაკომპლექტებულია იმ მომსახურებებითა და შეთავაზებებით, რომლებიც ავტომობილის მფლობელებისთვის ყველაზე აქტუალური და მოთხოვნადია.

აქცია 30 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ ფორმა.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება