ევროკომისიის პრესსპიკერი - საქართველოს ხელისუფლებამ ვახო სანაია და ყველა თვითნებურად და დაკავებული პირი უნდა გაათავისუფლოს

ჟურნალისტებს უნდა შეეძლოთ თავიანთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულება, დევნის ან გადაჭარბებული შეზღუდვის შიშის გარეშე, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა ანუარ ელ ანოუნიმ ვახო სანაიასთვის 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ „ევროსკოპის“ მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ხელისუფლების ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს დამოუკიდებელი მედიის მიზანში ამოღებას და მის გაჩუმებას, ძირს უთხრის დემოკრატიის საფუძვლებს, ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს და ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებს“, - აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ „უნდა გაათავისუფლოს ვახო სანაია და ასევე ყველა, ვინც თვითნებურად არის დაკავებული“.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ