პრემიერი - ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი დარწმუნებული ვარ, ცოდნის, ინოვაციისა და ტექნოლოგიური განვითარების რეგიონული მნიშვნელობის ცენტრი გახდება - შენობა, რომელიც იყო წინა ხელისუფლების კორუფციის სიმბოლო, დღეიდან სრულიად ახალ ფუნქციას შეიძენს

ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკური განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის ტექნოლიგური ჰაბის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი ცოდნის, ინოვაციისა და ტექნოლოგიური განვითარების რეგიონული მნიშვნელობის ცენტრი გახდება.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მოხარულია, რომ შენობა, რომელიც იყო წინა ხელისუფლების „კორუფციის სიმბოლო“, დღეიდან სრულიად ახალ ფუნქციას შეიძენს.

„მოხარული ვარ, რომ დღეს ვხსნით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ცოდნის, ინოვაციისა და ტექნოლოგიური განვითარების რეგიონული მნიშვნელობის ცენტრი გახდება. მოხარული ვარ, რომ შენობა, რომელიც იყო წინა ხელისუფლების კორუფციის სიმბოლო, დღეიდან სრულიად ახალ ფუნქციას შეიძენს. ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკური განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

გასული წლების განმავლობაში ჩვენ განვავითარეთ ინოვაციური სტარტაპების მხარდაჭერის სისტემა, შევქმენით ტექნოპარკების ეროვნული ქსელი, დავნერგეთ სპეციალური საგადასახადო პირობები ტექნოლოგიური და ინოვაციური ბიზნესისთვის, მოვიზიდეთ საერთაშორისო კომპანიები და ათასობით ახალგაზრდას მივეცით თანამედროვე ცოდნის მიღებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. ამ ყველაფერმა ქვეყანას უკვე მოუტანა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტი - მთავრობის ხელშეწყობით, 300-ზე მეტმა ინოვაციურმა და მაღალტექნოგიურმა სტარტაპმა 800 მილიონ ლარზე მეტი ეკონომიკური სარგებელი შექმნა, დასაქმდა 4000-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე და საქართველო რეგიონის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ცენტრად ჩამოყალიბდა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი