ბათუმში, მიკროავტობუსისა და მსუბუქი ავტომობილის შეჯახებას 2 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დაშავდა.

არსებული ცნობებით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 7 ადამიანი დაშავდა, ისინი ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში არიან გადაყვანილი.

მირკოავტობუსში მსხდომი პირები უცხო ქვეყნის მოქალაქეები ბელარუსები იყვნენ. ორივე გარდაცვლილი უცხოელია.

გორგილაძის ქუჩაზე ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა დღეს დილით, ხელოვნების უნივერისტეტოს შენობასთან მოხდა.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს