არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკები” მომხმარებლებს კიდევ ერთი პირამიდული სქემის შესახებ აფრთხილებს და აცხადებს, რომ თაღლითურმა კომპანიამ ასობით მოქალაქე დააზარალა

არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკები” მომხმარებლებს კიდევ ერთი პირამიდული სქემის შესახებ აფრთხილებს.

როგორც ორგანიზაცია განმარტავს, კომპანია PCDAI სოციალურ ქსელებში აქტიურად ავრცელებს სამომავლო დასაქმების პერსპექტივის ყალბ შეთავაზებებს. თაღლითები მოქალაქეებს დასაქმებას და შემოსავლის მიღებას გარკვეული თანხის დაბანდების შემდეგ პირდებიან.

„ამისათვის კი მომხმარებლებს სთავაზობენ ე.წ. “პლატფორმაზე” რეგისტრაციას, სადაც მათ უკეთებენ პირად კაბინეტებს და ამის შემდეგ აბანდებინებენ თანხას. ამ ეტაპზე იკვეთება ოპერაციები შემდეგ თანხებზე: 180, 875, 2 000 და 3000 ლარი. იმისთვის რომ მსხვერპლი დაერწმუნებინათ, რომ მათი ინვესტიცია მუშაობს, ყოველდღიურად დაბანდებულ თანხაზე ურიცხავდნენ სარგებელს. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი უკვალოდ გაქრნენ.

თაღლითური სქემის მსხვერპლი მომხმარებლები ებმებიან მახეში, თუმცა ეს სქემა ამით არ სრულდება. გაქრობის შემდეგ უკვე მოტყუებულ მომხმარებლებს კვლავ უკავშირდებიან და არწმუნებენ, რომ ე.წ. „პლატფორმას“ მხოლოდ ტექნიკური ხარვეზი შეექმნა და იმისთვის, რომ მათ შეძლონ თანხის უკან დაბრუნება, კვლავ უნდა განაგრძონ ინვესტიცია”,- აღნიშნავს ორგანიზაცია.

ასევე, განცხადებაში „საზოგადოება და ბანკები“ აცხადებს, რომ მომხმარებლები, უნდა იყვნენ ძალიან ფრთხილად ნებისმიერი ასეთი შინაარსის დასაქმების თუ სხვა „გრანდიოზული სარგებლის შეთავაზების“ მიმართ, რათა არ გაებან თაღლითების მახეში.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება