ვოლოდიმირ ზელენსკი - მნიშვნელოვან შედეგებს ვაღწევთ კასპიის ზღვაში, ირანთან დაკავშირებული სამხედრო ტვირთების გადამზიდ გემებზე დარტყმებით

მნიშვნელოვან შედეგებს ვაღწევთ კასპიის ზღვაში, ირანთან დაკავშირებული სამხედრო ტვირთების გადამზიდ გემებზე დარტყმებით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, უკრაინა კასპიის ზღვაში შორ მანძილზე მოქმედ დარტყმებს წარმატებით ახორციელებს.

„უკრაინა რუსეთის დარტყმებზე საპასუხოდ შორ მანძილზე მოქმედი „სანქციების“ გამოყენებას აგრძელებს. კიდევ ერთხელ, დარტყმა განხორციელდა კიროვში მდებარე ქარხანაზე, რომელიც რუსეთს იარაღის კომპონენტებით ამარაგებს. ქარხანა უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 1200 კილომეტრშია. ასევე, დარტყმა განხორციელდა ტიუმენის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, ეკატერინბურგის ლოჯისტიკურ ობიექტსა და დონის როსტოვში მდებარე საწვავის საცავზე“, - წერს ზელენსკი X-ზე.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა