თბილისში "შაბათის მარში" შეცვლილი მარშრუტით მიმდინარეობს

ავლაბრის მოედნიდან, მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან "შაბათის მარში" დაიწყო.

აქციის მონაწილეები, რომლებიც ორი წელია აპროტესტებენ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან მივლენ.

დღევანდელი მსვლელობის მონაწილეები ჟურნალისტ ვახო სანაიას და სხვა დაკავებულების მიმართ სოლიდარობას გამოხატავენ.

შეგახსენებთ, მოქალაქეები უკვე თითქმის ორი წელია იკრიბებოდნენ პარლმენტთან რუსთაველის გამზირზე, ხოლო შაბათობით ტრადიციული მსვლელობა ფილარმონიიდან საკანონმდებლო ორგანომდე მსვლელობა ეწყობოდა. მას შემდეგ, რაც რუსთაველის გაზირის რეაბილიტაცია დაიწყო, მოქალაქეებმა "შაბთის მარშის" მარშრუტი შეცვალეს.

მოქალაქეები ითხოვენ, დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩრვნები და გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება