ევროკავშირმა რუსული კომპანია “ინტერ რაო” დაასანქცირა

ევროკავშირმა დაასანქცირა რუსეთის მთავრობის კონტროლის ქვეშ მყოფი რუსული კომპანია “ინტერ რაო” , რომელიც “თელასის” და “ხრამჰესი 1/2”-ის არაპირდაპირი მფლობელია.

“ინტერ რაო” რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში დასანქცირებულ კომპანათა სიაშია.

“ინტერ რაო” რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ენერგეტიკული კომპანიაა, რომლის შემოსავალმაც 2023 წელს 1,36 ტრილიონ რუბლს მიაღწია, კომპანიას დაახლოებით 19 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. მას რუსეთის ფედერაციის მთავრობა აკონტროლებს. “ინტერ რაოს” აქციონერთა შორის არიან სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი კომპანიები “როსსეტი” და “როსნეფტეგაზი”, რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტის ერთ-ერთი უდიდესი დივიდენდების გადამხდელები.

კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრები არიან დასანქცირებული პირები იგორ სეჩინი, “როსნეფტის” აღმასრულებელი დირექტორი და ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირე და დმიტრი შუგაევი, რუსეთის ფედერაციის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისთვის ფედერალური სამსახურის დირექტორი. მაღალი შემოსავლების, რუსეთის ენერგეტიკულ სექტორში მნიშვნელობისა და სამთავრობო კონტროლის გამო, “ინტერ რაო” დიდ როლს თამაშობს რუსეთის მნიშვნელოვან ეკონომიკურ სექტორში და რუსეთის ფედერაციის მთავრობა “ინტერ რაოს” შემოსავლის ნაწილს მისი მფლობელების მიერ გადახდილი გადასახადებისა და დივიდენდების მეშვეობით აგროვებს.

შესაბამისად, “ინტერ რაო” ფინანსურად მხარს უჭერს რუსეთის ფედერაციის მთავრობას, რომლებიც პასუხისმგებელია ყირიმის ანექსიასა და უკრაინის დესტაბილზიაციაზე,” - ნათქვამია ევროკავშირის მიერ კომპანიის დასანქცირების მიზეზებში.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება