მოქალაქეების ინფორმაციით, ხალხის ნაკადის გამო „სარფის" საბაჟო გამშვები პუნქტის დროულად გადაკვეთას ვერ ახერხებენ - ისინი დახმარებას ითხოვენ

მოქალაქეების ინფორმაციით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ხალხმრავლობაა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ადგილზე მყოფები აცხადებენ, გაზრდილი ნაკადის გამო საზღვრის კვეთას დროულად ვერ ახერხებენ, რის გამოც დახმარებას ითხოვენ.

„დილიდან საზღვართან მოვედით და საბაჟოს გადაკვეთას ვცდილობთ. ხედავთ, რამდენი ხალხია, დროულად ვერ ხერხდება მოქალაქეების გატარება. არ ვიცით, რა ხდება. გვსურს, დროულად გადავკვეთოთ საზღვარი, ამისთვის დიდი ხანი გვიწვეს საზღვართან ყოფნა. აღსანიშნავია, რომ აქ არიან ის ადამიანები, რომლებიც თურქეთის რესპუბლიკაში სამკურნალოდ მიდიან. როგორ შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანს საათობით საბაჟოს რიგში დგომა უწევდეს?“, – აცხადებენ მოქალაქეები.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება