ანდრეი სიბიგა - ვაფასებთ პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევის მოწოდებას, რომ ომის შეჩერების დრო დადგა - პუტინის პრესმდივანმა უკვე უარყო ეს წინადადებაც, დასკვნა ასეთია: მოსკოვზე უფრო ძლიერი ზეწოლაა საჭირო

ვაფასებთ პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევის პუტინისადმი მოწოდებას, რომ ომის შეჩერების დრო დადგა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეს რეალისტური, დროული და გონივრული მოწოდებაა.

ანდრეი სიბიგამ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა გამოვიდა შეთავაზებით, ომი ფრონტის ამჟამინდელი ხაზის გასწვრივ შეჩერებულიყო და მხარეები დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე გადასულიყვნენ, თუმცა კრემლი მშვიდობისკენ მიმავალ ამ მკაფიო გზას კვლავ უარყოფს.

„პუტინის პრესმდივანმა უკვე უარყო ყაზახეთის პრეზიდენტის წინადადებაც. დასკვნა ასეთია: მოსკოვზე უფრო ძლიერი ზეწოლაა საჭირო, ვიდრე იგი მშვიდობის შესახებ რეალისტურ წინადადებებს დათანხმდება“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, ყაზახეთის პრეზიდენტმა, კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ომსკში გამართულ შეხვედრაზე განუცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტის „გაყინვის“ დროა.

„შესაძლოა, უკვე დროა ეს კონფლიქტი გაიყინოს და დაუბრუნდეს სტამბოლი 2.0-ის ფორმულას, რადგან იქ მნიშვნელოვანი შედეგები იქნა მიღწეული. ბუნებრივია, დიდი სახელმწიფოების, მათ შორის რუსეთის გარანტიებით და დიდი ხნის ნანატრი მშვიდობისკენ სვლით“, - განუცხადა ტოკაევმა პუტინს.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა