ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავარდა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ სოფელ არგვეთასთან მოხდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად რამდენიმე მგზავრი დაშავდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები არიან მობილიზებული.
კადრებს "ფეისბუქ გვერდი" "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.