ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის მიერ უკრაინის მიმართულებით ამ კვირაში გაშვებული რაკეტების ნახევარზე მეტი ბალისტიკური იყო - უნდა ჩავუშალოთ რუსეთს ბალისტიკურ ტერორზე აგებული გათვლა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ერთი კვირის განმავლობაში უკრაინის წინააღმდეგ 1 700-მდე დრონი, 1 630-ზე მეტი საჰაერო ბომბი და 95 სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენეს.

ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ გაშვებული რაკეტების ნახევარზე მეტი ბალისტიკური იყო.

„ყოველდღიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენს ჯარებს ჰქონდეთ ამ თავდასხმების წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებები. უნდა ჩავუშალოთ რუსეთს ბალისტიკურ ტერორზე აგებული გათვლა. ამიტომ, უმნიშვნელოვანესია, რომ ანტიბალისტიკური რაკეტების პაკეტები დროულად მოვიდეს. თითოეული რაკეტა სიცოცხლეს იხსნის, თუ ის აქ, უკრაინულ სისტემებშია განთავსებული და არა პარტნიორების საწყობებში“, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, წუხელ რუსებმა უკრაინის მიმართულებით რვა რაკეტა და სხვადასხვა ტიპის 136 დრონი გაუშვეს. უკრაინელებმა მათი უმეტესობა წარმატებით ჩამოაგდეს, მაგრამ არა ყველა.

„დარტყმები განხორციელდა ხერსონის, დონეცკის, დნეპრის, ხარკოვის, სუმის, ოდესის, ნიკოლაევის, ზაპოროჟიესა და ჩერნიგოვის ოლქებზე, ასევე კიევზე. დედაქალაქი ბალისტიკური რაკეტებით დაიბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა“, - წერს ზელენსკი.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა