ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა

ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა.

ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკებში გადაიყვანეს და მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

არსებული ინფორმაციით, ისინი ტურისტები არიან და თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მიემგზავრებოდნენ. შემთხვევა სოფელ არგვეთასთან რამდენიმე საათის წინ მოხდა. სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავარდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები ზესტაფონის ორ სამედიცინო დაწესებულებაში – „ფერომედსა" და „ჯეო ჰოსპიტალსში" გადაიყვანეს.

მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ. „ფერომედის“ ინფორმაციით, კლინიკაში ექვსი პაციენტია მოთავსებული. მათგან ერთ მამაკაცს მძიმე დაზიანებების გამო გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. დანარჩენ დაშავებულებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ. დაშავებულები ტურისტები არიან. ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე მოხდა. სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავარდა. მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. მომხდარზე მიმდინარეობს მოკვლევა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა