რუმინეთის პრეზიდენტი - რუმინეთის საჰაერო ძალებმა ქვეყნის ტერიტორიული წყლების თავზე დრონი ჩამოაგდეს - დაუშვებელი და მიუღებელია, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევას

რუმინეთის საჰაერო ძალების F-16 თვითმფრინავმა რუმინეთის ტერიტორიული წყლების თავზე, სულინა-ჩილიას მიდამოებში, დრონი ჩამოაგდო, - ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტი ნიკუშორ დანი სოციალურ ქსელში წერს.

„ვულოცავ რუმინელ პილოტებს და სახმელეთო ჯგუფებს პროფესიონალიზმს, გამბედაობასა და ეფექტურობას, რომლითაც ისინი ასრულებენ თავიანთ მისიებს. ისინი, თავიანთი ქმედებებით, ხელს უწყობენ ეროვნული ტერიტორიის დაცვას და რუმინეთის მოქალაქეების უსაფრთხოებას“, - აცხადებს რუმინეთის პრეზიდენტი.

მისი თქმით, გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, პარასკევს დილით ჩამოგდებული დრონი Shahed-ის ტიპისაა, რომელსაც რუსეთის ფედერაცია უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ომში იყენებს. გუშინ და დღეს ჩამოგდებული დრონების შესახებ კი გამოძიება გრძელდება.

„რუმინეთის დიპლომატიური პროტესტი რუსეთის ფედერაციის მიმართ ამ გამოძიებებს დაეფუძნება. დაუშვებელი და მიუღებელია ის, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევას, რომელიც ერთდროულად ნატო-ს და ევროკავშირის საჰაერო სივრცეა. მსგავსი ქმედებები მიუღებელია და ჩვენს მოკავშირეებთან ერთად უდიდესი სერიოზულობით ვეკიდებით“, - წერს რუმინეთის პრეზიდენტი.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება