ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი დაშავდა

ყვარლის მუნიციპალიტეტში ავარიის დროს ოთხი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი არასრულწლოვანია.

დაშავებულთაგან ერთის, ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევა ალაზნის ხიდთან მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც ორივე ავტომობილში მყოფებმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს.

ოთხივე მათგანი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკაში გადაიყვანა.

ექიმის თქმით, დაშავებულებს უტარდებათ ყველა შესაბამისი მკურნალობა და მედიკოსები ახალგაზრდა ქალის მდგომარეობის დასტაბილურებას ცდილობენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა