მზია ამაღლობელი - რომელ ტრიბუნასთანაც არ უნდა წარდგეს ბატონი პაპუაშვილი, ვახო სანაიას პატიმრობის განაჩენის შემდეგ, მჯერა, ყოველ ჯერზე, ვახოს „ფეისბუქის“ სტატუსის ეპითეტით გაახსენდება ის საზოგადოებას

რომელ ტრიბუნასთან და რა სტატუსითაც არ უნდა წარსდგეს ბატონი პაპუაშვილი, ვახოს პატიმრობის განაჩენის შემდეგ, მჯერა, ყოველ ჯერზე, ვახოს ,,ფეისბუქის’’ სტატუსის ეპითეტით გაახსენდება ის საზოგადოებას,- ამის შესახებ ,,ნეტგაზეთის” და ,,ბათუმელების” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის წერილშია აღნიშნული, რომელსაც ,,ნეტგაზეთი” ავრცელებს.

ამაღლობელის თქმით, ვახო სანაიას პოსტი მისთვის ,,შესანიშნავი პროტესტი იყო სიტყვისა და აზროვნების წინააღმდეგ დაწყებული შეზღუდვების გამოხატვისთვის”.

,,როცა ცხოვრობ დიქტატორის განმტკიცების, ფეხის მოკიდების პირობებში, იქ აუცილებლად იქნება თავისუფალ ადამიანებზე ნადირობა და ამას ეროვნული მნიშვნელობის ამოცანადაც გამოგვიცხადებენ. მთავარია, არ შევეგუოთ და სასოწარკვეთას არ მივეცეთ.

ვახო სანაიას პოსტი ჩემთვის შესანიშნავი პროტესტი იყო სიტყვისა და აზროვნების წინააღმდეგ დაწყებული შეზღუდვების გამოხატვისთვის.

რომელ ტრიბუნასთან და რა სტატუსითაც არ უნდა წარსდგეს ბატონი პაპუაშვილი, ვახოს პატიმრობის განაჩენის შემდეგ, მჯერა, ყოველ ჯერზე, ვახოს ,,ფეისბუქის’’ სტატუსის ეპითეტით გაახსენდება ის საზოგადოებას.

თუ რეპრესიული კანონისთვის ვახოს პატიმრობა იყო სამართალი, მაშინ მოისმინეთ და შეირგეთ იმ ხალხის გულწრფელი ხმაც, რომელიც ისმის – დაილოცოს ქართული სიტყვის მადლი.

მადლობა ვახოს. როგორც მაყურებელი ველოდები მის გათავისუფლებას და ტელეეთერს", – აცხადებს მზია ამაღლობელი.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა