რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინის მხრიდან თავდასხმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

დონის როსტოვში საჰაერო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გუბერნატორმა იური სლიუსარმა განაცხადა.

მისივე თქმით, თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ორი მძიმე მდგომარეობაშია. გუბერნატორის ინფორმაციით, დრონის ჩამოვარდნის შედეგად კერძო საწარმოში, საწყობებსა და რამდენიმე კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა.

ამასთან, რუსული მხარე იუწყება, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ბელგოროდზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად თორმეტი ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, დრონებით განხორციელებული იერიშის შედეგად კერძო სახლი დაინგრია და რამდენიმე მაღალსართულიანი შენობა დაზიანდა. ასევე ხანძარი ასევე გაჩნდა რამდენიმე ბინასა და 15-ზე მეტ გაჩერებულ ავტომობილში.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა