სიეტლში მომხდარი სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა

აშშ-ის ქალაქ სიეტლში, საკვების ფესტივალზე მომხდარი სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაშავდა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

სახანძრო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ორი ადამიანი ადგილზე გარდაცვლილად გამოცხადდა, ოთხი კი, მათ შორის 2 წლის ბავშვი, საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით პოლიციამ განაცხადა, რომ მესამე პირიც გარდაიცვალა.

სიეტლის მერმა კეიტი უილსონმა განაცხადა, რომ პოლიციამ ერთი ეჭვმიტანილი დააკავა.

CNN-ის ინფორმაციით, Gun Violence Archive-ის მონაცემები მიუთითებს, რომ ეს სროლა წელს აშშ-ში მომხდარი სულ მცირე 271 მასობრივი სროლიდან ერთ-ერთია. ორგანიზაცია მასობრივ სროლად ისეთ შემთხვევას მიიჩნევს, რომლის დროსაც ცეცხლსასროლი იარაღით ოთხი ან მეტი ადამიანი დაიჭრება ან დაიღუპება.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა