პირველად საქართველოში - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საერთაშორისო კადავერული პრაქტიკული კურსი გაიმართება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტს უმასპინძლებს. 2026 წლის 18-19 სექტემბერს თსსუ-ში ჩატარდება ორდღიანი საერთაშორისო პრაქტიკული კურსი ანატომიურ მასალაზე (Cadaver Course), რომელიც განკუთვნილია ყბა-სახის ქირურგებისა და იმპლანტოლოგებისთვის.

კურსი ტარდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, კომპანია JDentalCare-სა და კავკასიის ქირურგიული ანატომიის ინსტიტუტს (Caucasus Institute for Surgical Anatomy - CISA) შორის პარტნიორობის ფარგლებში. თანამშრომლობა ეფუძნება თსსუ-სა და JDentalCare-ს შორის გაფორმებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებში უნივერსიტეტის სტომატოლოგიურ საუნივერსიტეტო კლინიკასა და CISA-ს შორისაც გაფორმდა თანამშრომლობის შეთანხმება. სწორედ ამ პარტნიორობის შედეგია საქართველოში საერთაშორისო Cadaver Course-ის ჩატარება.

სასწავლო პროგრამა სრულად ეძღვნება Maxilla-For-All პროტოკოლებსა და თანამედროვე იმპლანტოლოგიურ და ყბა-სახის ქირურგიულ ტექნიკებს. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ პრაქტიკული სამუშაო შეასრულონ ანატომიურ მასალაზე და გაეცნონ ევროპულ კლინიკურ პრაქტიკაში დანერგილ თანამედროვე მიდგომებს.

კურსს უხელმძღვანელებენ მოწვეული იტალიელი სპეციალისტები:

  • დოქტორი ფილიპო დე პაოლისი (ატროფირებული ყბების მართვის საერთაშორისო მენტორი)
  • დოქტორი მანუელ მინგიონე (ატროფირებული ყბების მართვის საერთაშორისო მენტორი)

სასწავლო პროგრამა

I დღე | 18 სექტემბერი (09:00-17:00) | ზედა ყბა

  • ზიგომატური იმპლანტაცია;
  • ტრანსნაზალური იმპლანტაცია;
  • პტერიგოიდული იმპლანტაცია;
  • Maxilla-For-All სრული ყბის რეაბილიტაციის პროტოკოლები;
  • დაუყოვნებელი დატვირთვა (Immediate Loading).

II დღე | 19 სექტემბერი (09:00-17:00) | ქვედა ყბა

  • All-on-4 პროტოკოლი და დაუყოვნებელი დატვირთვა;
  • რამუსიდან ძვლის ბლოკის აღება;
  • ქვედა ალვეოლური ნერვის ლატერალიზაცია;
  • ქვედა ალვეოლური ნერვის ტრანსპოზიცია;
  • ფლაპის დიზაინი და ანატომიური ლენდმარკები;
  • გართულებების პრევენცია და მართვა.

მსგავსი მასშტაბისა და ფორმატის საერთაშორისო Cadaver Course საქართველოში მნიშვნელოვანი მოვლენაა თანამედროვე სტომატოლოგიისა და ყბა-სახის ქირურგიის განვითარებისთვის. პროექტი ქართველ სპეციალისტებს საერთაშორისო გამოცდილების მიღებისა და მსოფლიოს წამყვანი პრაქტიკის უშუალოდ საქართველოში გაცნობის შესაძლებლობას მისცემს.

კურსი ჩატარდება ინგლისურ ენაზე (უზრუნველყოფილი იქნება ქართული თარგმანი).

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშრიდით:

i.kipiani@iset.ge

მობ: 555995533 ირაკლი ყიფიანი

რეგისტრაცია სრულდება 15 აგვისტოს.

ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება