Reuters - ირანი შეაჩერებს თავდასხმებს, თუ აშშ-ც იგივეს გააკეთებს

ირანი შეაჩერებს თავდასხმებს მანამ, სანამ შეერთებული შტატებიც იგივეს გააკეთებს, - ამის შესახებ ირანელმა მაღალჩინოსანმა Reuters-ს განუცხადა.

მისი თქმით, თეირანის პოზიცია უცვლელი რჩება : „თავდასხმა თავდასხმისთვის“.

„თუ თავდასხმები შეწყდება, ირანიც შეაჩერებს თავის ოპერაციებს. ეს გზავნილი უკვე გადაეცა შეერთებულ შტატებს“, - აღნიშნა ირანელმა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც გამოცემასთან ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრა.

აშშ-ის ელჩმა გაეროში, მაიკლ უოლცმა, გუშინ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის სამხედრო იერიშების დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, რათა დიპლომატიურ ძალისხმევას მეტი დრო და შესაძლებლობა მისცეს.

„ის მოლაპარაკებებს გარკვეულ სივრცეს აძლევს,“ - განაცხადა უოლცმა, თუმცა სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.

ირანის წინააღმდეგ 13 ღამის განმავლობაში მიმდინარე საჰაერო იერიშების შემდეგ, პარასკევს გვიან ღამით პენტაგონმა სამხედრო ოპერაცია შეაჩერა. შაბათსა და კვირას აშშ-ის მხრიდან ახალი თავდასხმების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ირანსაც, რომელიც აშშ-ის იერიშებს მეზობელ ქვეყნებში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებზე დარტყმებით პასუხობდა, ორი დღეა ცეცხლი არ გაუხსნია.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა