საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოზიციაზე განცხადება მხოლოდ თინათინ ბერძენიშვილმა შეიტანა - ბორდის წევრებმა მისი კანდიდატურის მეორე ტურში გადასვლას მხარი დაუჭირეს

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოზიციაზე მხოლოდ ერთმა კანდიდატმა, თინათინ ბერძენიშვილმა შეიტანა განცხადება.

აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე გაჟღერდა.

ბორდის წევრებმა მხარი დაუჭირეს თინათინ ბერძენიშვილის კანდიდატურის მეორე ტურში გადასვლას. წინააღმდეგი მხოლოდ ერთი სხდომის მონაწილე, ლაშა ტუღუში იყო.

საკანონმდებლო ნორმის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს, თანამდებობაზე სამეურვეო საბჭო ღია კონკურსის წესით, 6 წლის ვადით ნიშნავს. თინათინ ბერძენიშვილი კი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად 2020 წლის 25 სექტემბერს, 6 წლის ვადით აირჩიეს, შესაბამისად მისი უფლებამოსილების ვადა 2026 წლის 25 სექტემბრამდეა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა