უკრაინელებმა როსტოვში საექსპორტო ტერმინალსა და ნავთობის ობიექტებს დაარტყეს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის როსტოვის ოლქში საექსპორტო ტერმინალს დაარტყეს.

“წუხელ ჩვენი შორ მანძილზე მოქმედი სანქციები როსტოვის რეგიონში ამოქმედდა. დაზიანდა ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 250 კილომეტრში მდებარე საექსპორტო ტერმინალი. ასევე, დარტყმები განხორციელდა ნავთობის ობიექტებზე იაროსლავის ოლქში და უდმურტის რესპუბლიკაში, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 1300 კილომეტრში მდებარეობს. შორ მანძილზე მოქმედი სანქციების გეგმა ხორციელდება და ვზღუდავთ რუსეთის შესაძლებლობას, დააფინანსოს ომი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მანამდე, რუსეთის როსტოვის ოლქის მაცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ წუხელ ოლქში აფეთქებების ხმები ისმოდა და ხანძარი დაფიქსირდა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა