სოფია სიგუა - მოსამართლის განცხადება სუბიექტურად მიმაჩნია - რამდენი დევნის, ძალადობის და მსხვრევის ფაქტია, მტკიცებულებები როგორ არ არის? საკმარისი არ არისო, თუმცა მაშინ იქითა მხრიდან საკმარისი რა არის?

ასეთი ხმამაღალი რომ ვარ, ეს არის ჩემი სიმართლის დამადასტურებელი, ის [იოსებ სიგუა] რადგან ასეთი ფარისეველია, ესაა ზუსტად ვირთხული საქციელი, - ამის შესახებ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, იოსებ სიგუას ყოფილმა მეუღლემ, სოფია სიგუამ განაცხადა.

აღნიშნულით ის სიგუას მიმართ გამოწერილი შემაკავებელი ორდერის ძალაში დატოვებას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, ის ფაქტი, რომ იოსებ სიგუა მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია, იმას ნიშნავს, რომ მისთვის ეს გადაწყვეტილება ცნობილი იყო.

“ძალიან მარტივი გამოსაცნობია, რატომ თქვა მოსამართლემ ეს [საუბარია მოსამართლის განცხადებაზე, რომ სიგუას მიმართ შემაკავებელ ორდერს ტოვებს, მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა არ დადასტურდა]. მტკიცებულებები როგორ არ არის, დევნის ფაქტი რამდენია, პლუს ამას ძალადობის და მსხვრევის. საკმარისი არ არისო, თუმცა, ამაზე პასუხი მაქვს, მაშინ იქითა მხრიდან საკმარისი რა არის? [რაც შეეხება მისი ადვოკატის განცხადებას], ხვალ რომ მომკლას, თეონა გვაზავა იტყვის, ჩემთან ერთად იყო, ამის მოკლული არ არისო?

მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლის ეს კომენტარი სუბიექტურად მიმაჩნია, მაინც გონივრულად უდგებიან. რეალობა არის ის, რომ მეორე მხარეს არანაირი მტკიცებულება არ აქვს... მე რადგან ასეთი ხმამაღალი ვარ, ეს არის ჩემი სიმართლის დამადასტურებელი. ის რადგან ასეთი ფარისეველია, ესაა ზუსტად ვირთხული საქციელი”, - აცხადებს სოფია სიგუა.

ცნობისთვის, სასამართლომ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის, იოსებ სიგუას მიმართ გამოწერილი შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა გოგიშვილმა მიიღო. მისი განმარტებით, სასამართლოში არ დადასტურდა სიგუას მხრიდან არც ფიზიკური და არც ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი, თუმცა, იმის გამო, რომ სისხლისსამართლებრივი გამოძიება დაწყებულია, ორდერი ძალაში რჩება.

შეგახსენებთ იმასაც, იოსებ სიგუას მეუღლემ, სოფიო სიგუა-შატბერავამ „ნოდარ მელაძის შაბათში“ განაცხადა, რომ იოსებ სიგუა მას სიცოცხლის მოსპობით, მე-12 სართულიდან გადაგდებით, კასრში ჩასმითა და დამარხვით ემუქრებოდა.

დაზარალებულის მიმართვის საფუძველზე, იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი და მასზე ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით ელექტრონული მონიტორინგი ხორციელდება.

სიგუას მიმართ ელექტრონული სამაჯურით მონიტორინგი თბილისის სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება