ირაკლი ფავლენიშვილი - ქვეყანას არაფორმალური ორგანიზაციების არსებობის ძალიან მძიმე წარსული და გამოცდილება აქვს - ეს სამოქალაქო დაპირისპირებასთან მიგვიყვანს!

ამ ქვეყანას ასეთი ორგანიზაციების არსებობის ძალიან მძიმე წარსული და გამოცდილება აქვს - როდესაც არაფორმალური ორგანიზაციები შეეცდებიან „მყისიერ რეაგირებას„ ეს დიდი ალბათობით კიდევ უფრო დაძაბავს ისედაც მძიმე მდგომარეობას და სამოქალაქო დაპირისპირებასთან მიგვიყვანს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის მიერ მოძრაობის დაფუძნებას, რომელიც „ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დაცვას მოემსახურება“.

მისივე თქმით, „ყველაფერს, რაც არის ძვირფასი და ღირებული“ უნდა იცავდნენ სამართლებრივი სახელმწიფო ინსტიტუტები და არა არაფორმალური ორგანიზაციები.

„ეს ადამიანები არ მალავენ საკუთარ კავშირებს „ქართული ოცნების“ ლიდერებთან. რაც შეეხება ასეთ არაფორმალურ ორგანიზაციებს, ამ ქვეყანას აქვს ძალიან მძიმე წარსული ასეთი ორგანიზაციების გამოცდილების და კარგად გვესმის, რომ როდესაც არაფორმალური ორგანიზაციები შეეცდებიან „მყისიერ რეაგირებას„ ეს დიდი ალბათობით კიდევ უფრო დაძაბავს ისედაც მძიმე მდგომარეობას. სამოქალაქო დაპირისპირებასთან და იმ მდგომარეობასთან მიგვიყვანს, რომელიც ყველას გვინდა, რომ თავიდან ავიცილოთ. ძალადობა ვერ იქნება შესაბამისი პასუხი, თუნდაც როდესაც სიწმინდეებს შეეხებათ საქმე.

სამართლებრივ სახელმწიფოში, ინსტიტუციები უნდა მუშაობდნენ და იცავდნენ ყველაფერს, რაც არის ძვირფასი და ღირებული და არა არაფორმალური ორგანიზაციები. როდესაც არაფორმალური ორგანიზაციები იწყებენ მნიშვნელოვანი, თუნდაც დეკლარირებული ღირებულებების დაცვას, არის ძალიან სახიფათო ქვეყანაში არსებული მდგომარეობისთვის, მათ შორის სამოქალაქო დაპირისპირების კუთხით“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა, 26 ივლისს, თბილისში საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე, აქტივისტების დაკავებაზე და განაცხადა, რომ დაკავების შემთხვევები, რასაც ახლა აქვს ადგილი, ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას.

„გამოხატვის ფორმა შეიძლება იყოს მისაღები ან მიუღებელი, მაგრამ საზოგადოება რისთვისაც იბრძვის, არის ის, რომ პროტესტის დაფიქსირების საშუალება ჰქონდეთ, ქუჩის გადაკეტვის გამო არ უწევდეთ ციხეში წასვლა და ტროტუარზე დგომის გამო ანგარიშების დაყადაღება. მსგავსი სამოქალაქო უფლებები არის თავიდან მოსაპოვებელი და დასაცავი. ეს პრობლემა არის რეალურად დღეს საზოგადოებაში და არა ის, რომ გამოხატვის ფორმა ვისთვის არის მისაღები და ვისთვის არა. ამ ხალხს სურს, არა ის, რომ ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენონ, არამედ იბრძვის იმისთვის, რომ ქუჩაში დგომის და საკუთარი, თუნდაც ვიღაცისთვის მიუღებელი პოზიციის დაფიქსირების საშუალება ჰქონდეთ. ეს ევროპულ სახელმწიფოებში მიღებულია, ავტორიტარულ სახელმწიფოებში არა, იქ არსებობს მკაფიო ჩარჩოები, რომლებშიც უნდა იჯდეს მოქალაქე, როდესაც პროტესტისთვის გარეთ გამოდის“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ, თბილისის საკრებულოსთან 10 ადამიანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებულებს საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი ბანერები ეჭირათ. გარდა ამისა, უწყების განმარტებით, ისინი გამოთქვამდნენ შეურაცხმყოფელ ფრაზებს, არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს. მანამდე კი, სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ დაწერილი პოსტის გამო, ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. ასევე, 25-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა ექიმ გიორგი ახობაძეს.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა