„ჯეო ჰოსპიტალსი“ სოფელ არგვეთასთან ავარიის შედეგად დაშავებული 13 უცხოელი ტურისტის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

26 ივლისს, ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე, სოფელ არგვეთასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ტურისტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ტურისტების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ზესტაფონის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრი „ჯეო ჰოსპიტალსი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, ყველაზე მძიმე მდგომარეობაში სამი პაციენტი იმყოფებოდა, მათ შორის 17 წლის გოგონა, რომელსაც აღენიშნებოდა მრავლობითი ჭრილობები და ტვინის შერყევა. ამ ეტაპზე, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას ორი პაციენტი ავრცელებს.

„ავარიის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე კლინიკის ყველა შესაბამისი სამსახური სრულ მზადყოფნაში ჩადგა. ერთდროულად 13 დაზარალებული პაციენტის მიღება, ერთ-ერთი რთული გამოწვევაა ნებისმიერი კლინიკისთვის, თუმცა გუნდის კოორდინირებულმა და სწორმა ქმედებამ შესაძლებლობა მოგვცა თითოეული პაციენტისთვის დროული და მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარება გაგვეწია. ერთიანად მოხდა გადაუდებელი დახმარების, რეანიმაციის, ქირურგიის, ტრავმატოლოგიის, ნევროლოგიისა და დიაგნოსტიკური გუნდების მობილიზაცია. ამ რთულ წუთებში განსაკუთრებული პროფესიონალიზმითა და თავდადებით იმუშავეს: გადაუდებელი დახმარების ექიმმა ლალი ბრეგვაძემ, რეანიმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა დავით ყაზაიშვილმა, ქირურგმა იური ჩოგოვაძემ, ტრავმატოლოგებმა ლევან ჩოგოვაძემ და შოთა კაპანაძემ, ნევროლოგმა მაკა ფერაძემ, სწორედ ამ გუნდური მუშაობის შედეგად ჩვენს პაციენტებს საფრთხე აღარ ელით და ინტენსიურად მიმდინარეობს კვლევები და მკურნალობა“, - განაცხადა „ჯეო ჰოსპიტალსის“ ზესტაფონის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, ირაკლი ლაღიძემ.

ირაკლი ლაღიძის ინფორმაციით, დაშავებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან და ტურისტული მარშრუტით თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მიემგზავრებოდნენ.

ინფორმაციისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა 26 ივლისს ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მოხდა, რა დროსაც სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავარდა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა