ლანა გალდავა MMA-ის მებრძოლის მიერ მოძრაობის შექმნაზე - შესაბამისმა უწყებებმა სასწრაფოდ უნდა აღკვეთონ ანტიკონსტიტუციური, ე.წ. მორალის პოლიციის შექმნის მცდელობა

შესაბამისმა უწყებებმა სასწრაფო უნდა მიიღონ გადაწყვეტილება და აღკვეთონ ასეთი ფორმირების, ანტიკონსტიტუციური, ე.წ. მორალის პოლიციის შექმნის მცდელობა და თუ ასეთი რამ არ მოხდა, სახელმწიფო იქნება იმ ძალიან ცუდი პროცესების თანამონაწილე, რაც შეიძლება ამ გადაწყვეტილებას მოჰყვეს, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა ლანა გალდავამ განაცხადა, რითაც MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის მიერ „ქართული ღირებულებების, ფასეულობების და ტრადიციების დაცვის“ მიზნით ახალი მოძრაობის დაფუძნებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ეს იქნება თავისუფალ აზრზე, გამოხატვის თავისუფლებაზე და შეკრების თავისუფლებაზე ძალადობა.

„საქმე გვაქვს ძალადობრივი ჯგუფების შექმნის წახალისებასთან, რასაც აუცილებლად მოჰყვება ასევე სამოქალაქო დაპირისპირების წახალისება. პირველ რიგში, შესაბამისმა უწყებებმა სასწრაფო უნდა მიიღონ გადაწყვეტილება და აღკვეთონ ასეთი ფორმირების, ანტიკონსტიტუციური, ე.წ. მორალის პოლიციის შექმნის მცდელობა და თუ ასეთი რამ არ მოხდა სახელმწიფო გამოვა იმ ძალიან ცუდი პროცესების თანამონაწილე, რაც შეიძლება ამ გადაწყვეტილებას მოჰყვეს. ეს იქნება ძალადობა თავისუფალ აზრზე, გამოხატვის თავისუფლებაზე, შეკრების თავისუფლებაზე და რა თქმა უნდა, ეს კვლავ დაგვაბრუნებს იმ ძველ და შავ-ბნელ 90-იან წლებში, როდესაც ამ ქვეყანაში იყო ქაოსი, დაპირისპირება და განუკითხავი კრიმინალი“, - განაცხადა ლანა გალდავამ.

ცნობისთვის, MMA-ის მებრძოლმა, გიორგი ქართველიშვილმა, თანამოაზრეებთან ერთად, „ქართული ღირებულებების, ფასეულობების და ტრადიციების დაცვის მიზნით“, ახალი მოძრაობა დააფუძნა.

ქართველიშვილის თქმით, მოძრაობა ძალიან აქტიური, სოლიდური და მაქსიმალურად კონსტრუქციული იქნება, მაგრამ თუ ქართული კულტურისა და ეროვნული იდენტობის დაცვისთვის იქნება აუცილებელი, არანაირ საფრთხეს არ მოერიდებიან, მათ შორის, „მზად არიან თითოეულ ქმედებაზე აგონ პასუხი და საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც წავიდნენ.“

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა