გურამ მაჭარაშვილი - ვის ატყუებ, როდესაც ბანერით დგახარ და შენი მიზანი კონკრეტული პიროვნების მიმართ შეურაცხყოფის მიყენებაა?! - ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება და უფრო მკაცრი სანქციები იქნება

ვის ატყუებ, როდესაც ბანერით დგახარ და შენი მიზანი კონკრეტული პიროვნების მიმართ შეურაცხყოფის მიყენებაა?! - ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება და უფრო მკაცრი სანქციები იქნება, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც თბილისის საკრებულოსთან 10 ადამიანის დაკავებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ადამიანს ბანერით მიაყენებ შეურაცხყოფას, სიტყვიერად თუ პოსტის დადებით, მიზანი ერთია და კანონის მიხედვით, პოლიტიკოსის, ან საჯარო პირის მიმართ შეურაცხყოფის საჯაროდ მიყენება დასჯადია.

„დღეს ვერავინ ვეღარავის მოატყუებს. ადამიანს ბანერით მიაყენებ შეურაცხყოფას, სიტყვიერად თუ პოსტის დადებით, მიზანი ერთია. კანონმდებლობაში წერია, რომ თუ საჯაროდ შეურაცხყოფა იქნება მიყენებული პოლიტიკოსის, თუ საჯარო პირის მიმართ, დასჯადია. ვის ატყუებ, როდესაც ბანერით დგახარ საჯაროდ და შენი მიზანი კონკრეტული პიროვნების მიმართ შეურაცხყოფის მიყენებაა?! ვის მოატყუებ, რომ ბანერი მეჭირა ხელში და ამიტომ დამაკავესო?! საკუთარ ამომრჩევლებს აგდებენ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში. საჯარო ფაქტები არსებობს - დგახარ ბანერით და შეურაცხყოფას აყენებ, ან შეურაცხმყოფელი პოსტი გაქვს გამოქვეყნებული. გაგრძელდება ეს პროცესი აუცილებლად და იქნება უფრო მაცრი სანქციები. შეგახსენებთ, სტრასბურგის სასამართლომ თქვა, სანაია იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა გვარის წარმომადგენელი, თუ კიდევ გააგრძელებს ხულიგნობას, პატიმრობაც მიუსაჯეთ და უფრო მეტი ვადაც მიეცითო. სლოვენიის მაგალითი გვიდევს წინ, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ მიიღო,“ - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, თბილისის საკრებულოსთან, აქციის მიმდინარეობისას 10 პირი: თორნიკე თოშხუა, მარიამ მეყანწიშვილი, ია მელითაური, ნატო ბოლქვაძე, სანდრო სეხნიაშვილი, ლაშა დგებუაძე, ვასო ბერიძე, მარინე ნანავა, თორნიკე ტიკარაძე და შაკო ბაღდოშვილი დააკავეს. შსს-ს ცნობით, დაკავებულებს „შეურაცხმყოფელი შინაარსის ბანერები ეჭირათ ხელში”. ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა