სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“, რომელიც კორპორატიული დაზღვევის სეგმენტის 32%-იან წილს ფლობს და ინდუსტრიის უპირობო ლიდერია, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტის – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის – ოფიციალური სადაზღვევო პარტნიორი გახდა.
„ალდაგმა“ გასცა არქიტექტორებისა და ინჟინრების პროფესიული პასუხისმგებლობისა (Architects and Engineers Professional Indemnity Insurance Policy) და კონტრაქტორის ყველა რისკისგან დაზღვევის პოლისები (Contractor’s All Risks Insurance Policy), ეს 2 პოლისი ითვალისწინებს ანაკლიის პორტის ფარგლებში ზღვის ფსკერის გაღრმავების სამუშაოების და ტალღმტეხი ნაგებობების პროექტირებისა და მშენებლობის დაზღვევას. აღნიშნული სამუშაოების ჯამური ღირებულება 152 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
ამ მასშტაბის, ურთულესი და გეოპოლიტიკური მნიშვნელობის საზღვაო-ინფრასტრუქტურული პროექტის დაზღვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს ალდაგის უპრეცედენტო ფინანსურ მდგრადობას. აღსანიშნავია, რომ ალდაგი არის ერთადერთი კომპანია ქართულ სადაზღვევო ბაზარზე, რომელიც ფლობს წამყვანი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს, AM Best-ის რეიტინგს (Financial Strength Rating: B+ /Long-Term Issuer Credit Rating bbb- / Outlook: Stable), რაც მის მაღალ კაპიტალიზაციასა და ფინანსურ სიმყარეზე მიუთითებს.
უპრეცედენტო დაფარვა და გლობალური გადაზღვევის გარანტია
პოლისი გაცემულია რეგიონისთვის უპრეცედენტო, სპეციფიკური და გაფართოებული დაფარვებით. იგი მაქსიმალურად არის მორგებული საზღვაო-სამშენებლო სამუშაოების თავისებურებებზე და იცავს როგორც დამკვეთის, ისე შემსრულებელი გიგანტი კომპანიების ინტერესებს. სადაზღვევო ხელშეკრულება მოიცავს ტექნიკური უზრუნველყოფის განვრცობილ დაფარვას. (Extended Maintenance Cover). ხელშეკრულება მარავლწლიანია და სრულად ფარავს როგორც ზღვის ფსკერის გაღრმავების სამუშაოებსდა ტალღმტეხი ნაგებობების მშნებლობის პროცესს, და ასევე შემდგომი ტექნიკური უზუნველყოფის რამდენიმეწლიან პერიოდს.
ასეთი მასშტაბური რისკების ეფექტურად მართვას ალდაგი საკუთარი მყარი კაპიტალისა და მსოფლიოს წამყვან გადამზღვეველებთან პარტნიორობით უზრუნველყოფს. კომპანიის გადამზღვევი პარტნიორები არიან გლობალური სადაზღვევო ბაზრის ისეთი გიგანტები, როგორებიცაა Hannover Re, Munich Re, SCOR და Lloyd's-ის სინდიკატები.
ალდაგის მრავალწლიანი პოლისი ფარავს: დამკვეთის, კონტრაქტორის მისი პარტნიორების მარავლმილიონიან აქტივებს და სამშემნებლო რისკებს, ასევე მესამე პირთა წინაშე წარმოქმნილ პასუხისმგებლობას მასშტაბური ლიმიტით.
გლობალური პარტნიორობა და დაზღვეული სუბიექტები
პოლისით დაცულია საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ინტერესები, დამკვეთის ANAKLIA SEA PORT LLC, იან დე ნულის სამშენებლო კონსორციუმის მონაწილე კომოპანიების და ასევე იან დე ნულის კონსორციუმის ქვე-კონტრაქტორების ადგილობრივი და ევროპული კომპანიების ინტერესები.
„ალდაგი ისტორიულად იყო კომპანია, რომელიც აზღვევდა ქვეყნის სტრატეგიულ ობიექტებს და მოხარული ვართ, რომ ჩვენს პორტფელს კიდევ ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი შეემატა. ის, რომ ამ მასშტაბის და 152 მილიონ დოლარიანი ღირებულების საზღვაო პროექტის რისკებს სწორედ ალდაგი აზღვევს, არის ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმისა და საერთაშორისო სადაზღვევო ბაზარზე ჩვენი უპირობო ავტორიტეტის აღიარება. AM Best-ის რეიტინგი და კორპორატიულ სექტორში ჩვენი ლიდერობა გვაძლევს საშუალებას, შევქმნათ რეგიონში უპრეცედენტო სადაზღვევო გადაწყვეტები და ვიყოთ მსხვილი ინვესტიციების უსაფრთხოების მთავარი გარანტი.“ აღნიშნავს ალდაგის გენერალური დირექტორი, გიორგი ბარათაშვილი.
ალდაგი - რეგიონული მასშტაბის მოთამაშე
ანაკლიის პორტის დაზღვევით ალდაგი კიდევ ერთხელ სცდება ადგილობრივი კომპანიის ჩარჩოებს. დღეს ალდაგი წარმოადგენს მძლავრ რეგიონულ მოთამაშეს, რომელიც თავად გვევლინება გადამზღვეველ კომპანიად მეზობელი ქვეყნების სადაზღვევო კომპანიებისთვის. საერთაშორისო რეიტინგი და გლობალურ გადამზღვევლებთან პირდაპირი კავშირი ალდაგს აძლევს ექსკლუზიურ შესაძლებლობას, მართოს და გადააზღვიოს მსხვილი რისკები მთელი რეგიონის მასშტაბით, რაც მას კავკასიასა და შავი ზღვის აუზში სტრატეგიულ ფინანსურ ჰაბად აქცევს.
ინფორმაციას სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ ავრცელებს.