გიორგი სიორიძე - ხალხმა დაამტკიცა, რომ მას რეჟიმის არ ეშინია და წინააღმდეგობის მოძრაობა არ გაჩერდება, რამდენი ადამიანიც არ უნდა გაუშვას ივანიშვილმა სატუსაღოში

ბოლო ორი წელია, “ქართული ოცნება“ ისეთ ქვეყანაში გვაცხოვრებს, სადაც ადამიანებს აპატიმრებენ ტროტუარზე დგომის გამო, “ფეისბუქზე“ პოსტის დაწერის გამო, საჯაროდ გამოთქმული კრიტიკული აზრის გამო, ბანერის დაჭერის გამო, რაც ყველაზე ველური ავტორიტარული რეჟიმებისთვის არის დამახასიათებელი - საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ის ფინალური ფაზაა, რომელიც რეჟიმებს აფრთხობს, - ამის შესახებ დღეს “ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრმა გიორგი სიორიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რამდენი ადამიანიც არ უნდა გაუშვას ივანიშვილმა სატუსაღოში, წინააღმდეგობის მოძრაობა არ გაჩერდება.

“ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა ასეთად აქცია საქართველო თავისი არაკონსტიტუციური, დრაკონული კანონებით, არაპროპორციული ჯარიმებითა და აბსურდული პატიმრობებით.

ბოლო ორი წლის მანძილზე, რაც წინააღმდეგობის მოძრაობა არსებობს, ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ მას რეჟიმის არ ეშინია და წინააღმდეგობის მოძრაობა არ გაჩერდება, რამდენი ადამიანიც არ უნდა გაუშვას ივანიშვილმა სატუსაღოში“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა