ვლადიმერ პუტინი - სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში ჩვენს მიზნებს მივაღწევთ, დასავლეთი კი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების რაოდენობითა და მათი უსარგებლობით რეკორდებს ამყარებს

რუსეთი სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში თავის მიზნებს მიაღწევს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეები გმირულად იბრძვიან რუსეთისთვის, სამშობლოსთვის. მათ მხარს უჭერს მთელი ჩვენი ხალხი, მთელი ჩვენი საზოგადოება. მივაღწევთ ჩვენს მიზნებს და ერთად ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვებისთვის, რუსეთისთვის“, - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთი ბრძოლის ველზე ფრთხილად, მაგრამ დაჟინებით იმოქმედებს და თავის მიზნებს განახორციელებს.

„რუსეთი აქ (ბრძოლის ველზე) ფრთხილად იმოქმედებს, თუმცა მიზანმიმართულად და დაჟინებით მიაღწევს დასახულ მიზნებს“, - აღნიშნა პუტინმა.

ამასთან, მან დასავლეთი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ 2022 წლიდან რუსოფობიური მანქანა სრული დატვირთვით მუშაობს.

„უკანონო შეზღუდვებს, შეკავებისა და ზეწოლის მცდელობებს დიდი ხანია ვაწყდებით - როგორც 2014 წლის „რუსული გაზაფხულის“ შემდეგ, ისე მანამდეც, მაგრამ 2022 წლიდან დასავლეთმა რუსოფობიური მანქანა უკვე სრული სვლით აამუშავა“, - აღნიშნა პუტინმა.

მან რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს სანქციები ზიანს თავად მის ინიციატორებს აყენებს.

პუტინის მტკიცებით, დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების რაოდენობითა და მათი უსარგებლობით რეკორდებს ამყარებს.

„იმ ზიანის გათვალისწინებით, რომელსაც ეს სანქციები, უპირველეს ყოვლისა, თავად მათ ავტორებსა და ინიციატორებს, ასევე ზოგიერთ ევროპულ და სხვა სახელმწიფოს ხალხებს აყენებს“, - აღნიშნა პუტინმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა