მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი - 1-ელი სექტემბრიდან ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დაახლოებით, 3000 ვაკანსია გამოცხადდება

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ლევან ჟორჟოლიანის ინფორმაციით, პირველი სექტემბრიდან ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დაახლოებით, 3000 ვაკანსია გამოცხადდება.

მისი თქმით, მთავრობამ მოუწოდა მუნიციპალიტეტებს, რომ სტაჟირების მსურველებისთვის თავდაპირველი კვოტები გაზარდონ, რათა ახალგაზრდებს საკუთარ რაიონსა და რეგიონში შეეძლოთ ანაზღაურებადი სტაჟირების გავლა.

„პირველი სექტემბრიდან გამოვაცხადებთ, დაახლოებით, 3000 ვაკანსიას სტაჟირებაზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალი სისხლი, ახალი თაობა შემოვიდეს საჯარო სამსახურში. წინა სტაჟირების მონაცემები რომ გითხრათ, თითქმის 50%-მა ან გააგრძელა სტაჟირება ან დასაქმება უშუალოდ იმ ორგანიზაციაში, რომელშიც გაიარა თავდაპირველი სტაჟირება. მუნიციპალიტეტებს ვთხოვეთ, რომ გაეზარდათ თავდაპირველი კვოტები სტაჟირების მიმართულებით და კიდევ ერთხელ, აქედანაც მოვუწოდებთ, მაქსიმალურად ჩაშალონ ეს ყოველი სოფლის და დასახლების დონეზე, რათა უფრო მეტ ახალგაზრდას ჰქონდეს შესაძლებლობა, საკუთარ რეგიონში და საკუთარ რაიონში გაიაროს ანაზღაურებადი სტაჟირება“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა ტელეკომპანია „იმედთან“.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა